понедельник, 9 января 2017 г.

ბლოგის შექმნის მიზანი

მოგესალმებით ჩემს ბლოგზე!

            მე  გახლავართ ლანა გოგია, თბილისის  51-ე  საჯარო  სკოლის   მათემატიკის პედაგოგი. 

      ბლოგი არის ვებ-საიტი, სადაც ვინახავ ჩემი პროფესიული საქმიანობის ამსახველ მასალებს. ის არის,  ინფორმაციის მიწოდების, გაცვლის, გამოცდილების გაზიარების, ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის საშუალება კოლეგებთან, მოსწავლეებთან , მშობლებთან, ყველა დაინტერესებულ პირთან.  

         ბლოგის მიზანია:  საგნის სწავლებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, განხორციელებული აქტივობების კლასიფიცირება და პუბლიკაცია. ახალი ინფორმაციული და ტექნიკური შესაძლებლობების ათვისება და რეგულარულად განახლება. სასარგებლო ინტერაქტიული ბმულების, ჩანაწერების,  გამოსახულებების, მულტიმედიური საშუალებების დამატება-გაზიარება. სწავლა-სწავლების საკითხთან მიმართებაში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.


                                        

ბლოგის შეფასების კითხვარი